Tuesday, January 27, 2026

პოსტერი

 დღეს ვისწავლეთ Canva.com-ის შექმნა



 
ავტორი: სეირან სარქისიანი
  

Friday, January 16, 2026

ბათუმის ღირსშესანიშაობები

ბათუმის სანაპირო

 ბათუმის სანაპიროს სიგრძე 10 კილომეტრის. იგი მოიცავს. პოპულარულ რესტორნებს, კაფეებს, კლუბებს და სასტუმროებს. ასევე არის სასეირნო პრომენადი და ველო ბილიკები. ბათუმის ბულვარი მდებარეობს ბათუმის სანაპიროსთან. ინფრასტრუქტურა მინიმალურია. სანაპირო ქვიანია.

                                              

ბათუმის ულამაზესი ბულვარი არის ქალაქის ყველაზე მონახულებული ადგილი. ის მოიცავს სასეირნო ბილიკებს, ზღვისპირა პრომენადს, მოცეკვავე შადრევანებს, 40 000ზე მეტი ნაირსახეობის მცენარეებს და უამრავ კაფე-ბარებს. საუკეთესო ადგილია ბავშვების გართობისთვის.

Thursday, January 15, 2026

მირვეთის ჩანჩქერი



ჩანჩქერი მდებარეობს სოფელ მირვეთში, რომელიც ქ. ბათუმიდან 28-30 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში არსებული აბრებით ადვილად მიაგნებთ ამ სანახაობას. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს მშვენიერი ადგილია გასაგრილებლად და შთამბეჭდავი სანახაობისთვის. ჩანჩქერთან დაგუბებულ მდინარეში ასევე შესაძლებელია ცურვა, ასე რომ კარგი იქნება თუ საცურაო კოსტუმსაც თან გაიყოლებთ. ველომოყვარულებს კი მირვეთში მოკლე მაგრამ ლამაზი ველომარშრუტიც დახვდებათ

მწვანე ტბა


მეორე სანახაობად მინდა გირჩიოთ მწვანე ტბა რომელიც ასევე გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, სულ რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს და ზემოთხსენებულთან ერთად 1 -დღიანი ტურის დაგეგმვაცაა შესაძლებელი.

მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სუბ-ალპურ ზონაში ულამაზესი ხედები დაგხვდებათ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ტბის სახელწოდებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია რომ ტბას მწვანე ფერის ელფერი დაჰკრავს და სახელწოდებაც აქედანაა წარმოშობილი.

მწვანე ტბა იდეალური ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის, ასევე საპიკნიკე გასვლებისთვის. თავისუფლად შესაძლებელია ნება-ნება სეირნობით ტბის გარშემო შემოვლა რომელიც არც დიდ დროს წაგართმევთ და თან სხვადასხვა ლამაზი ხედებით ტკბობის საშუალებასაც მოგცემთ.

წყარო

თამარის ხიდი

თამარის ხიდი

ეს 28 მეტრი სიგრძის ხიდი საქართველოს  "ოქროს ხანაში", თამარის მეფობისას, XII-XIII
საუკუნეებშია აშენებული. ის მახუნცეთის ჩანჩქერის მახლობლებლად, მდინარე აჭარისწყალზე მდებარეობს. ხიდი გათლილი ქვისგანაა აგებული და კირის ხსნარითაა გამაგრებული. სპეციალისტებში აღდაცებას იწვევს ოსტატობა, რომლითაც ის საუკუნეების წინათ ააშენეს.



მაღალმთიანი აჭარა • Upper Ajara