ბათუმის ულამაზესი ბულვარი არის ქალაქის ყველაზე მონახულებული ადგილი. ის მოიცავს სასეირნო ბილიკებს, ზღვისპირა პრომენადს, მოცეკვავე შადრევანებს, 40 000ზე მეტი ნაირსახეობის მცენარეებს და უამრავ კაფე-ბარებს. საუკეთესო ადგილია ბავშვების გართობისთვის.
ბათუმის იახტკლუბი მდებარეობს ეშმაკის ბორბალის და ბულვარის გვერდით. შესაძლებელია გემით გასეირნება და ბათუმის ხედების დანახვა ზღვიდან. ხანდახან დელფინებიც ჩანს ზღვაში. ასევე შესაძლებელია იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება.
ალი და ნინო 8 მეტრიანი სიმაღლის ქანდაკება არის ბათუმის ერთერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მდებარეობს ბათუმის პორტის გვერდით. და ეს ძეგლები ცნობილი აზერბაიჯანული რომანის "ალი და ნინოს" სახელს ატარებენ. ყოველ 10 წუთში ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად.
 |
ანბანის კოშკი
130 მეტრი სიმაღლის კოშკია ბათუმის ბულვარდთან, ზედ აწერია ქართული ანბანი. ბოლო სართულზე არის მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. საუკეთესო ადგილია რომანტიული საღამოსთვის.
|
No comments:
Post a Comment